22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

20 მაისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები იწყება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

20 მაისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები იწყება, რომელსაც კომპანია “ჯორჯიანეარვეისი” შეასრულებს. ამ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს..

“თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა”– ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.