ბოლო ამბები
15/06/2025

დილის სკანდალი – დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა დაურეკა სუსში მის კურატორს – ელისო კილაძე

გაზიარება

ელისო კილაძისა და თაკო ჩარკვიანის საჯარო დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება.

როგორც კილაძე სოციალურ ქსელში წერს, თაკო ჩარკვიანმა სუს-ში, მის კურატორს დაურეკა მისი “მოშორება” სთხოვა:

“დილის სკანდალი – დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა დაურეკა სუსში მის კურატორს და კილაძე მომაშორეთო,- მოითხოვა.იმან “სპრავკა” დაწერა.

არ ვხუმრობ, წუხანდელ კრებსში წერია. უიმე,ტაკო,მაგათ საკუთარი თავი გაჭირვებიათ,უფროსის მოადგილე ჰყავთ პედოფილის მფარველობაში მხილებული,სად სცალიათ შენთვის.

ყარხარ უკვე! შენ ხარ ქართული პოლიტიკის ფურუნკული,და ყველაფერს გავაკეთებ რომ ისტორიის სანაგვეზე გაგისტუმრო!”– წერს ელისო კილაძე.

თაკო ჩარკვიანი ჯერ არ გამოხმაურებია ამ ინფორმაციას.

სხვა ამბების წაკითხვა