22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ეკა კვესიტაძეს 12 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ეკა კვესიტაძე 12 ათასი ლარით დაჯარიმდა. საკითხი ეხება “რუსთავი2”-ის საქმეს. როგორც კვესიტაძე ამბობს, სააპელაციო სასამართლომ მას ტელეკომპანიის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

“მოკლედ, ასეთი ამბავია. დღეს სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის სამმა მოსამართლემ – ოთარ სიჭინავამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და ლაშა თავართქილაძემ – კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო და უტიფარი გადაწვეტილება გამოიტანეს და რუსთავი 2-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის ჯარიმა დამაკისრეს მე, რომელსაც 2019 წელს პაატა სალიამ სრულიად დისკრიმინაციულ საფუძველზე არათუ ჩემი კუთვნილი ხელფასი არ გადამიხადა, არამედ პრესკონფერენციაზე გაგვათავისუფლა 5 ჟურნალისტი და პროდიუსერი იმ მოტივით, რომ ჩვენი მის საინფორმაციო პოლიტიკას არ ვეთანხმებოდით.

ანუ, რუსთავი 2-მა ხელფასი არ მომცა, საპენსიო ფონდიდან დაბრუნებული ჩემი კუთვნილი ფულიც კი მიითვისა, სამსახურიდან გამომაგდო და ერთი წლის თავზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომ მე ჩემი ნებით წავედი და კონტრაქტი ცალხმრივად გავწვიტე.

ეს სარჩელი სასამართლომ, რასაკვირველია, დაუკმაყოფილა. ამაზე დიდი უსამართლობა და უტიფრობა იშვიათად მინახავს. მაგრამ მოვა დრო და ყველა აგებს პასუხს. ამ კორუმპირებული ძირგამომპალი სასამართლო სისტემისგან თუ არ გავთავისუფლდ ასეთი ტიპის უსამართლობა ყველას შეეხება. ეს უბრალოდ დასაწყისია. ხვალ 11 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პრესკონფერენცია გვექნება. – წერს ეკა კვესიტაძე.

ამ თემაზე იხილეთ ნიკა გვარამიას გამოხმაურება:

ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას – ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძეზე