ბოლო ამბები
აპრილი 21, 2024

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და ბაჩუკი ქარდავა გადაბირებულები არიან

მაი19,2023
გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და ბაჩუკი ქარდავა გადაბირებულები არიან. ამის შესახებ მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

“ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა.

ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არცერთი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი.

თავად ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს.
ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი
საფრთხის წინაშე – ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.
მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა.

ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა! მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს – საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება.”– წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა