22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

არეულობა ყვარლის ტბაზე – ნაც.მოძრაობის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ყვარლის ტბაზე ნაც.მოძრაობის აქტივისტები არიან შეკრებილები. მათი თქმით, იქ სერგეი ლავროვის შვილი და მისი ახლადდაქორწინებული მაზლი იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის  დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველები ცდილობენ, რომ მათ კერძო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ.

დაკავებულები არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი- დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დიღმელაშვილი, გურჯანის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარელის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა ღონიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე.

ასევე, ენმ-ის წევრები : გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე, გიორგი გეწაძე, და ნიკა ნარსია.ასევე, დაკავებულები არიან ენმ-ის სხვა წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები

ვიდეომასალას “ფორმულა” ავრცელებს: