22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თბილისიდან მოსკოვში პირველი რეისი შესრულდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

4 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი კომპანია “ჯორჯიან-ეარვეისმა” შეასრულა.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, თვითმფრინავის მგზავრთდატვირთვა 80 პროცენტი იყო.

ერთ-ერთი მგზავრი გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ ბილეთის შეძენისას არანაირი სირთულე არ შეხვედრია,

„ერთადერთი ის არის, რომ Georgian Airways-ს არ აქვს მობილური აპლიკაცია, ამიტომ ყველაფერი ვებგვერდის საშუალებით უნდა დამუშავდეს“, – დასძინა მგზავრმა. მისივე თქმით,  ასევე არ არის ადგილის არჩევის შესაძლებლობა შეკვეთის დროს