22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სალომე ზურაბიშვილის ცნობით, ყვარელში, სერგეი ლავროვის ქალიშვილის მაზლის ქორწილი აღარ იქნება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

სალომე ზურაბიშვილის ცნობით, ყვარელში, ლავროვის შვილის მაზლის ქორწილი აღარ იქნება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მიიღო.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის გამარჯვება იმ პროტესტისა, რაც ამ ფაქტს მოჰყვა.

მისივე თქმით, ოჯახი აქ აღარ იმყოფება. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია მათ საქართველო დატოვეს თუ მხოლოდ ყვარელი.

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ბოიკოტი გამოუცხადა ქართულ ავიაკომპანია “აირზენა”-ს და ამბობს, რომ თავს შეიკავებს მათი ბორტის გამოყენებისგან, სანამ მათ ხელშია ეს კომპანია.