ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

მიაწექი სალომე, დრო ცოტა დაგრჩა – ვალერი კვარაცხელია

მაი20,2023
გაზიარება

ახუნტრუცებული პრეზიდენტის ვნებები, მიაწექი, სალომე, დრო ცოტა დაგრჩა”- ასე ეხმიანება ვალერი კვარაცხელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო ბოიკოტი გამოუცხადა ავიაკომპანია “აირზენა”-ს.

“ეს მავნებლური და დეგენერატული განცხადება, რომელიც პროვოკაციულია და მიმართლია ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანს ბოიკოტს უცხადებს.

მსგავსი სიბრიყვე გაგიგიათ?
არა მგონია, რომ ამ სიბინძურეს ანალოგი მოეძებნოს!

ორ სახელმწიფოს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას ავიაკომპანიები ვერ მიიღებენ, ამას სახელმწიფოები აკეთებენ. ავიაკომპანიები მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთვებიან პროცესში. იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, რას მოითხოვს პრეზიდენტი ქართული ავიაკომპანიისგან – არ იფრინოს? ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მხოლოდ რუსულმა კომპანიებმა უნდა იფრინონ, რითაც არამხოლოდ ქართული ავიაკომპანია, არამედ საქართველოს ბიუჯეტიც იზარალებს.

სამშობლოს ინტერესების ღალატია პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ეს თავხედური განცხადება, თუმცა, ღალატი მისგან ვის უნდა გაუკვირდეს, როდესაც იმ პიროვნებასაც და იმ პარტიასაც, ვინც პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა, თვალისდაუხამხამებლად უღალატა?!

არ ვიცი, კიდევ ვის, სად და რამდენს ღალატობდა სალომე, მაგრამ მეტის კვლევა არცაა საჭირო იმის დასადგენად, რომ იგი მოღალატე ბუნების ქალბატონია.
პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას ბოიკოტს თუ უცხადებს, მას საამისო მყარი იურიდიული საფუძველი უნდა ჰქონდეს. სად არის ეს საფუძველი? პრეზიდენტს არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნია, მაგრამ “ხოში” (ეს ჟარგონი ზედმიწევნით ზუსტად ესადაგება ამ ახუნტრუცებული ქალის ოპოზიციურ ვნებებს) აქვს ასეთი. “ხოშიც” აქვს და სახელმწიფოს მეთაურის პოსტიც. სხვა რაღაა სჭირო პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ვნებათა დასაკმაყოფილებლად?!
ჰოდა, აწვება სალომე. რა ქნას, ჰა, კიდევ წელიწადი და გამოეცლება “ხოშის” მომგვრელი სავარძელი ვადაგასული საჯდომიდან. იცის მრავლისმნახველმა სალომემ დროის ულმობლობის ამბავი. ისიც იცის სალომემ, რომ საჯდომიდან სავარძლის გამოცლის შემდეგ მის ვნებებს აღარავინ დააკმაყოფილებს. ამიტომაც, ვიდრე შეუძლია, აწვება დასავლეთელი პატრონებისთვის სიამოვნების მინიჭების ნაცად საქმეს საკუთარი “ხოშისა” და ვნებების შესაბამისად. მიაწექი, მიაწექი, სალომე, დრო ცოტა დაგრჩა!”- წერს ვალერი კვარაცხელია.

სხვა ამბების წაკითხვა