ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე ეხმიანება კახეთში მომხდარ ინციდენტს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით:
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ მოვლენებს რაც ხდება დღეს საქართველოში. ამოვდროულად რამდენიმე კითხვა მაქვს და ამ კითხვაზეც მინდა გამცენ პასუხი იმ ემიგრანტებმა, რომლებიც ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ
პირველი, დავიწყებ იქიდან, რომ რუსი “გულაობს” ყველგან და განსაკუთრებით ამერიკაში. რატომ არ აპროტესტებთ ამას? რატომ არ ეუბნებით ამერიკის ხელისუფლებას სანქციები დაუწესეთ ამ ხალხს და შეავიწროვეთო?
მეორე, რუსი “გულაობს” ისრაელში, ავსტრიაში, გერმანიაში და ა.შ.
რატომ აქვს ვაჭრობა ამერიკას და ევროპას რუსეთთან?
რატომ არ ხურავს ამერიკა რუსულ რადიოს ტელევიზიებს თავის ქვეყანაში, ან რუსულ რესტორნებს?
მე ვიცი, რომ ის ჩემი ქვეყნის ოკუპანტია, მაგრამ ისიც მაინტერესებს, ვინ მომიგვარებს მასთან საკითხს, ევროპა და ამერიკა? ძალიან სასაცილოა. 30 წელია მხოლოდ შეშფოთების სტადიიდან ვერ გამოვიდნენ.
იცით რა არის სიმართლე? ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები.
რაც შეეხება ე.წ გასაცოდავებულ ოპოზიციას, რომელიც მთელი ცხოვრება ქართველი ერის ჩაგვრით იყო დაკავებული, დროა მათი ტყუილები დაივიწყოთ და რეალობას გაუსწოროთ თვალი. არ შეიძლება მათ ვიწრო ინტერესებს შეეწიროს ქვეყნის კეთილდღეობა
სირცხვილია, ირბინო რესტორან_რესტორან და იყვირო: აქ რუსის ქორწილია, აქ რუსი ტურისტი ქეიფობს.
და ამ ხალხის იმედი გაქვთ თქვენ, ვინც სტვენით და კვერცხებით ხვდება რუსებს? რამე რომ მოხდეს, ესენი ყველა გაიქცევიან და ქვეყანას არცერთი არ დაიცავს. კარგად გაიაზრეთ ყველაფერი.
ჩვენ დიალოგი და ურთიერთობები მოგვაგვარებინებს ყველა სიტუაციას,
თორემ აქამდე რა მოაგვარა ევროპამ და ამერიკამ 30 წელია ვხედავთ“- წერს ნინო შალამბერიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს