გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ – “ევროპისკენ” და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია “თავისუფლება”, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი და პარლამენტის შენობა თემატიკასთან შესაბამისი ატრიბუტიკით ფორმდება. გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ – “ევროპისკენ” და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები.
წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია “თავისუფლება”, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა.
რას გაძლევთ ამ თემაზე ქილიკი?! უსამშობლოებს რა თქმა უნდა არ მოგწონთ სახელმწიფო დროშა, რა თქმა უნდა არ გეამაყებათ საქართველო ისტორიული ღირსებით, რა თქმა უნდა თქვენს ყურს ხვდება სახელმწიფო ჰიმნი, თქვენი მიზანია დედაქალაქის თავზე ბომბების წვიმა და სისხლში- ქუჩები.
თქვენთვის სახელმწიფო ტერიტორიები ადვილი დასათმობია, თქვენ გაყიდეთ 2008 ში საქართველო ომამდე წაგებულ ომში! მოღალატეები ხართ და მოღალატეებად რჩებით უახლესი ისტორიის ფურცლებზე! მიმიფურთხებია თქვენთვის!!!“ – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს