ბოლო ამბები
11/12/2024

ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე

გაზიარება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული საზღვრების აღიარებაზე. ამის შესახებ ფაშინიანმა EAEU სამიტზე განაცხადა.

„მინდა დავადასტურო, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე და ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგებისკენ“, იმედი მაქვს, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი მოკლე დროში დაიწყება”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ბაქოს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ.

„ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად“, – განაცხადა  ალიევმა და დასძინა, რომ არსებობს სერიოზული წინაპირობები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე დაყრდნობით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ალიევთან და პაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის დროს შესაძლებელი იქნება ყველა წინააღმდეგობის განხილვა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შევთანხმდეთ იმაზე, რაც აშკარაა ეკონომიკური განვითარების ინტერესების სფეროში როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის, ასევე მთელი რეგიონისთვის. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დრო სამმხრივ ფორმატში ამ ყველაფრის დეტალურად განხილვისთვის. “, – განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

სხვა ამბების წაკითხვა