ბოლო ამბები
01/12/2024

გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს  საკუთარი შვილებიც კი არ უყვართ

გაზიარება

გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს  საკუთარი შვილებიც კი არ უყვართ

ამის შესახებ მან 25 მაისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემაში, დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისას განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა მმართველი პარტიის პოლიტიკას, რომელიც ეროვნული იდენტობის დაცვასა და რელიგიის პატივისცემას ეხება. ხუხაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არის ფსევდო და მოჩვენებითი.

“რელიგიას ეტმასნებიან ათეისტები. როგორ შეიძლება კობახიძე მორწმუნე იყოს, ეს ხომ გამორიცხულია. როგორ შეიძლება პოლიტიკური სოციოპათი იყოს მორწმუნე? რელიგიაზე ისე ლაპარაკობენ, აღმატებულად, თითქოს რამის სწამთ, არათუ ღმერთის, არაფრის არ სწამთ. საკუთარი შვილები არ უყვართ, დარწმუნებული ვარ”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა