ბოლო ამბები
06/10/2024

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება – ბონდო მძინარაშვილი

გაზიარება

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს:

“საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება! გუშინ გაცხადდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის ჯანჯღარს აპირებენ!

ასევე სრულიად ნათელია, რომ უცხოური ფონდების გავლით აპირებენ რადიკალების აქციების დაფინანსებას, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, მოჭრილი აქვთ!

ამიტომ, გადაუდებლად აუცილებელია, პარლამენტმა ამ საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელოს და მიიღოს კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის და გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (ორი კანონპროექტის სათაური გავაერთიანე. მათი შინაარსიც უნდა შეჯერდეს როგორც მიზნების, ასევე სანქციების ნაწილში)!
დარჩენილ ერთ წელიწადში მოესწრება აგენტების რეგისტრაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა!

ამ კანონის გარეშე მთელი ფულადი ნაკადები მიიმართება სახელმწიფო გადატრიალებისკენ! ეს უკვე ვნახეთ! ეს აღარ უნდა დავუშვათ!

P. S. კანონის მიღებამდეც აუცილებელია ფულადი ნაკადების კონტროლის გამკაცრება.”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა