ბოლო ამბები
17/01/2025

პრეზიდენტად “გათრეული” ყვავი, ალბათ კმაყოფილია საკუთარი თავით – მაია ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

გაზიარება

“არ გათეთრდების ყორანი, თუნდაც წითელი მაისური და თეთრი პიჯაკი ჩაიცვას!
საერთოდ აცდენილია 26 მაისის საზეიმო თემატიკას! პოლიტიკური ყვავი”- ასე აფასებს მაია ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობა გააკრიტიკა და რუსეთთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.

გაჭირვებით პრეზიდენტად “გათრეული” ყვავი მაზოხისტკაცაა, თავის-და სამარცხვინოდ! აბა, როგორ უნდა გიხაროდეს, როცა ამდენი ქართველი ერთდროულად შეგაგინებს?! ახლა, ალბათ, საკუთარი თავით კმაყოფილია, ვიგინდარა დედალი ყვავი – საბრალო, უსამშობლო, მარტოსული და საძულველი.

წავა ეს პოლიტიკური ყვავი ბრიუსელში და მზაკვრულ გეგმას გვირგვინს დაადგამს! ამ ოპერაციის სახელწოდება, სავარაუდოდ არის “ორხელისუფლებიანობა საქართველოში”, რომლიდანაც “ვადამდელამდე” ერთი ნაბიჯია, მითუმეტეს, როცა ქვეყნის მტრებს უსამართლო და მოსყიდული უცხოელი ბიუროკრატები უმაგრებენ ზურგს!

პრეზიდენტად წოდებულმა, და არ დაგვავიწყდეს, ჩვენი განწყობების მიუხედავად, “არჩეულმა” უნდა დასვას “წერტილი” ბრიუსელში! ამ გეგმის “თეთრი ძაფები” მის დღევანდელ გამოსვლაში კარგად გამოჩნდა, დაიმუქრა კიდეც!

ხათრით “არჩეული” ისევ ხალხმა უნდა გადააყენოს! სხვა შემთხვევაში გვიან იქნება და ისევ მწარედ ვინანებთ…ჩვენ და ჩვენი დამოუკიდებლობა…ეს ქალი კი სიხარულით

წავა ისტორიული სამშობლოდან, უკანაც არ მოიხედავს! მავრს თავისი საქმის გაკეთება არ უნდა დასცალდეს! დროული პასუხი უნდა გაეცეს ყვავ-ყორანს!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-
წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ამ თემაზე:

სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადა და მთავრობა კვლავ გააკრიტიკა

სხვა ამბების წაკითხვა