ბოლო ამბები
12/12/2024

ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა საპროტესტო აქციებზე, რაც უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა

გაზიარება

” რეაქცია, რომელიც მოჰყვა ვიზების გაუქმებას სრული სიურპრიზი იყო ჩემთვის. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, გმადლობთ, კარგია.”– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შემდეგ, ოპოზიციისა და არასამთავრობოების პროტესტზე კომენტირებისას.

იყო რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამ საკითხზე. ძალიან უცნაური.​​, მოულოდნელი. როცა ვუყურებ გვერდიდან მგონია: სულ გიჟები არიან თუ რა? რა ხდება იქ გაუგებარია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით.

მან განმარტა, რომ  სურდა მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას თავად საქართველოში, ისევე როგორც რუსი ბიზნესი და მოქალაქეები, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.

ინფორმაციას რუსული გამოცემა “რია-ნოვოსტი” ავრცელებს.

სხვა ამბების წაკითხვა