22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ტირილი დაიწყო, როგორო? რა უნდა ამ ადამიანს ციხეშიო? – გიული ალასანია ევროსაბჭოს წარმომადგენელზე (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ვიყავით ევროკომისიაში, ველაპარაკეთ იქ, წამების კომისია (ამ პრობლემებს ვინც განაგებს) პირადად იცნობდა მას, იჯდა ჩემ წინ და  გავიხედე, ცრემლები ჩამოსდის, იმიტომ, რომ თურმე იცნობდა ჩემ შვილს, სტაჟირების დროს დადიოდაო, როგორო, ეს ადამიანი, რა უნდა ციხეშიო? – ადამიანმა ტირილი დაიწყო – განაცხადა გიული ალასანიამ 26 მაისს, “ფორმულის” ეთერში, ვახო სანაიასთან სტუმრობისას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები არის შეთითხნილი და გაუგებარია, თუ რატომ ზის ციხეში.

გიული ალასანიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს გირგვლიანის საქმესთან.

რატომ ზის ჩემი შვილი, რა დააშავა? – ესეიგი, დააშავა ის, რომ არნახული რაღაცები აკეთა ამ ქვეყნისთვის? – განაცხადა გიული ალასანიამ.

“მართლა არ მესმის რა ხდება, შეთითხნილი 2 საქმე, რის გამოც დღემდე ზის. რა კავშირი აქვს გირგვლიანის საქმესთან ჩემ შვილს? – არანაირი, უკვე რამდენჯერ განიხილეს”- განაცხადა გიული ალასანიამ.

ხომ გვახსოვს, ძალიან მძიმეე მდგომარეობაში ჩაიბარა ქვეყანა ჩემმა შვილმა