ბოლო ამბები
10/12/2024

ყველაფერი შეიცვალა 2016 წლიდან, გადაწყვეტილებებიც, საკადრო გადაადგილებებიც და ა.შ. – არჩილ გამზარდია ივანიშვილზე

გაზიარება

ჩემი ბიძინასთან ურთიერთობის პერიოდში, მართალი ვთქვა, ერთადერთი, რასაც ჩემთან ახსენებდა ან იქ ახსენებდა, სადაც მეც ვიყავი, ეს იყო ამერიკელების თემა.”- წეერს არჩილ გამზარია სოციალურ ქსელში

“ამერიკელებთან პარტნიორობას აბამდა ყველაფერს, საკადრო გადაწყვეტილებებს, არაერთი კადრი დანიშნა, რომელიც ამერიკელებს მოეწონებოდათ, არაერთი გადაწყვეტილება მიიღო და ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ამერიკელებთან ახლოს ყოფილიყო და იყო კიდეც. ზოგჯერ გადაჭარბებულიც კი მეჩვენებოდა, ამდენი ამერიკელებზე ლაპარაკი.

ყველაფერი შეიცვალა 2016 წლიდან, გადაწყვეტილებებიც, საკადრო გადაადგილებებიც და ა.შ.

2020-დან კიდევ უფრო მეტად დამძიმდა ნეგატივი მთელი რიგი მიმართულებებით, მაგრამ, მანამდე, რაც იყო, ყოველ შემთხვევაში, მე რისი მომსწრეც ვიყავი, ასე მახსოვს.”– წერს არჩილ გამზარდია.

სხვა ამბების წაკითხვა