როცა ჩემმა შვილმა გააუქმა სავიზო რეჟიმი, მაშინ ტურიზმის საქმე გვქონდა ძალიან მძიმედ და გაიხსნა არამარტო რუსებისთვის, ყველასთვის და მაშინ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ აიწია”– განაცხადა გიული ალასანიამ 26 მაისს, “ფორმულას”- ეთერში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა საქართველო-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.
გიული ალასანიას თქმით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა აამოქმედა უვიზო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ეს იყო ძალიან კარგი და აუცილებელი ტურისტული სექტორისთვის, თუმცა, დღეს, ეს უკვე უკონტროლოა და ფილტრის გარეშე მხოლოდ რუსები შემოდიან, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მისი თქმით, არამარტო რუსეთიდან, არამედ ევროპიდანაც ჩამოდიოდნენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს