კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს “ცუმბუშა” შეარქვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ადვილი გამოსაცნობია რას ფიქრობენ ადამიანები ბატონ გიორგი ვაშაძეზე, რომელსაც ნული რეპუტაცია აქვს, როგორც პოლიტიკოსს, სანდოობისა და სერიოზულობის ხარისხს თუ შევაფასებთ, მაგრამ მე, ჩემი დამატებითი მოსაზრება მაქვს მასზე, ვინაიდან 8 წელი ვიმსახურე იუსტიციის სამინისტროში, სადაც ის ადეიშვილის დროს მუშაობდა და რეალურად მისი რეპუტაცია იყო ადეიშვილის “ცუმბუშად” მუშაობა.
“ცუმბუშა” რას იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ იმ რეპუტაციაზე, რომელიც მას არც ჰქონდა, დიდი ზიანი მიადგა ქოლ-ცენტრებიდან გამომდინარე, როდესაც ის, ბატონ არახამიასთან ერთად ქოლ-ცენტრების სამარცხვინო და მძარცველ სქემაში აღმოჩნდა ჩართული და ყველანაირი აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ადვილად დავიწყებას ვერ მიეცემა, მას პირველ რიგში კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.
რაც შეეხება ომს, ომი თუ ვინმეს სურს არის სწორედ მისი პარტია, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ და არავის არ სჯერა, რომ ეს დაქსაქსული მოცემულობები რაიმეს წარმოადგენენ. ყველანი, ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები და სპიკერები არიან და ეს რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამდენი წლის მანძილზე სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში და ომის თავიდან აცილება.
ეს ყოველწუთიერი შრომაა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის ხელმძღვანელობის და მმართველი პარტიის მხრიდან და ეს ყოველწუთიერი შრომა იმისათვის, რომ ომი იქნას აცილებული თავიდან, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს