ჯამბულ გამცემლიძის გამოხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლაზე 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე:
“არ ვიცი, ვინ რა გაიგონა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მე კი ვარ შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რადგან მის გაპრეზიდენტებაში ბევრი დრო დავხარჯე,
დღეს მე ვუსმინე ,”ხაბეიშვილს” რომელიც სიბრაზისაგან კბილების კრეჭვით არ ჰგავდა, სხვა ყველაფრით ნაც.კლასტერიდან იყო.
ბევრს არ გავაგრძელებ, ერთს კი დავძენ და სხვასაც მოვუწოდებ, მალე მოვითხოვოთ მისი იმპიჩმენტი, უფალმა არ იცის, რას მოიმოქმედებს ის და რა უბედურებას დამართებს ჩემ ქვეყანას, დიახ ჩემსას, ეს ქვეყანა მისი არ არის! ეს დღეს თვალნათლივ გამოჩნდა…
რა გითხრათ,რით გაგახაროთ, ჭკუით ქართველებო, ეშმაკს არ ძინავს..” წერს ჯამბულ გამცემლიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს