22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გარდაიცვალა ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

გარდაიცვალა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც, რამდენიმე დღის წინ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ზურაბ ქურციკიძე იყო ე.წ ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელიც 2011 წელს, “ნაც.მოძრაობის” ხელისუფლების დროს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ კი მას და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ 3 პირს ყველა ბრალდება მოეხსნა და გამართლდა, რამდენიმე კვირის წინ კი სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს (იუსტიციის სამინისტროს) მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.