ბოლო ამბები
13/09/2024

წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ,,საზ.მაუწყებლის” არათუ ტელეწამყვანს, არამედ დამლაგებელს რომ მოეწერა ხელი სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნისათვის?

გაზიარება

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

“კოლექტიურ წერილს, რომლითაც მწერლებისა და გამომცემლების ერთი ნაწილი პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის” ორი ტელეწამყვანი და ერთი პროდიუსერი აწერს ხელს (გორგილაძე, ლორთქიფანიძე, სადღობელაშვილი).ახლა, მოდით, 12-13 წლით უკან გადავახვიოთ და წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ,,საზ.მაუწყებლის” არათუ ტელეწამყვანს, არამედ დამლაგებელს რომ მოეწერა ხელი სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნისათვის?

ამის გამკეთებელს, საუკეთესო შემთხვევაში, მგლის ბილეთით გააგდებდნენ ტელევიზიიდან და ლუკმაპურს მოანატრებდნენ, უარეს შემთხვევაში კი რუსეთის ჯაშუშის იარლიყით უკრავდნენ თავს ციხეში. (გაიხსენეთ ფოტოგრაფების საქმე).
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გამომცემლობებს, რომელთა ხელმძღვანელები თუ თანამშრომლები სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, მეორე დღესვე კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის ეგზეკუცია დაეცემოდა და მტრისას, დღეს დააყენებდა.

ახლა კი იციან, რომ მსგავსი არაფერი ემუქრებათ! ახლა კი იციან, რომ თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამო არათუ ციხეში არ მოხვდებიან, სამსახურსა და ბიზნესსაც კი არ დაკარგავენ!

ჰოდა, ლოგიკურია, დიქტატორი ღარიბაშვილის გადადგომას რომ მოითხოვენ!
ძირს ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმი! გაუმარჯოს დემოკრატიის შუქურას, რომელსაც ,,ვივამედში” კლავენ!”– წერს ჯაბა ხუბუა.

სხვა ამბების წაკითხვა