ბოლო ამბები
19/09/2024

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიას პასუხობს

გაზიარება

თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება ნიკა გვარამიას პოსტს, რომელშიც ის ოპოზიციას გაერთიანებისა და ძველი წყენების დავიწყებისკენ მოუწოდებს.

“ძალიან მაგარია “ძველი წყენების დავიწყებისკენ” რომ მოგიწოდებს ხალხი, რომელზეც არც ნაწყენი ხარ და საერთოდ არც გაგახსენდებოდა, საკუთარ ტელევიზიებს თავისუფალი კონკურენციის შესაზღუდად და ჩვენი პარტიული დღის წესრიგის გასაქრობად რომ არ იყენებდეს – ახლაც, როცა “ძველი წყენების დავიწყებისკენ” მოგიწოდებს

“ძველი წყენები” კი არა, მაგ თქვენ მედია- კანტორებს უთხარით, სივრცე პარტიული დებატებისთვის გახსნან და მოგვცენ შესაძლებლობა ჩვენი უპირატესობა სხვა პარტიებთან თავისუფალ კონკურენციაში დავამტკიცოთ.

თქვენი საქმე აკეთეთ წესიერად და სუფთად და ეს იქნება “სუფთა ფურცელი”.
თქვენი კომიკური მოწოდებები, როგორ შევეგუოთ უმსგავსობას და დავუძახოთ “სუფთა ფურცელი”, არავის აინტერესებს.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა