პოლიციამ ბათუმში მდებარე რესტორან “რეტრო”-ს მფლობელი თემურ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებით დააკავა.
ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა კი ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფარულად გადაიღო, რომელშიც ჩანს, რომ ვარშანიძე მათ ეუბნება, რომ თუ არ მოსწონთ პირობები, დატოვონ სამსახური
თანამშრომლებთან საუბრისას ერთ-ერთი მიმტანი პროტესტის ნიშნად ტოვებს შენობას და მიდის, რა დროსაც მასსა და ვარშანიძეს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი ვარშანიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარის შემდეგ სამსახური 15-მა ადამიანმა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ ვარშანიძის მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი დამამცირებელ მოპყრობას და შეურაცხყოფას, თუმცა ისინი იძულებულები იყვნენ აეტანათ, რადგან სხვა სამსახური არ ჰქონდათ, მაგრამ, მათივე თქმით, 4 ივნისს მომხდარ ფიზიკური ძალადობა იყო წითელი ხაზი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს