22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

შრომის ინსპექციამ შპს რეტრო და რესტრო 2-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და 30 ათასი ლარით დააჯარიმა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“  და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.

შეგახსენებთ, ეს გახლავთ რესტორანი, რომლის მფლობელიც დღეს, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ფარულად გადაიღო მფლობელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მიმტანს.