ძალადობის ბრალდებით დაკავებულ რესტორან “რეტრო”-ს მფლობელ თემურ ვარშანიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემდეგ ის საპატიმროს დატოვებს.
„ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. არავისთვის ხელი არ დამირტყამს, არავის ხელით არ შევხებივარ.
ჩემ ხელში გაზრდილ ბავშვებს გვერდით ვედექი როგორც ჩემს შვილებს. როცა შევამჩნიე რომ უკმაყოფილო იყვნენ, გამიკვირდა, ვთხოვე გარეთ გასულიყვნენ. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, – განაცხადა სასამართლოზე თემურ ვარშანიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს