ბოლო ამბები
14/10/2024

ყოფილი პატრული, პოლიციის მაიორი ლიკა პარკაული გარდაიცვალა

გაზიარება

პატრულის ყოფილი თანამშრომელი, პოლიციის მაიორი ლიკა პარკაული გარდაიცვალა. ის 2013 წლიდან ამერიკაში ცხოვრობდა. წინასწარი ვერსიით, მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ლიკა პარკაული 1987 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ქართულ სამართალდამცველ უწყებაში. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, კარიერის გაგრძელება ამერიკაში სურდა ჯერ კიდევ 2008 წელს, თუმცა ომის გამო პროექტი, რომლის მეშვეობითაც ის უნდა გამგზავრებულიყო, შეჩერდა.

2013 წელს ლიკა პარკაულს მაშინდელმა შს-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, სა­მახ­სოვ­როდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ა­სა­ჩუქ­რა.

ლიკა პარკაულის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

“დიდი მადლობა ყველას ამხელა სიყვარულისთვის, დაფასებისათვის. ყველა წერთ ამბებს იხსენებთ სიყვარულით და ეფერებით. ღმერთმა ყველას მოგცეთ ჯანმრთელობა. ჯერ ზუსტი პასუხი არვიცით როდის იქნება გადმოსვენების დღე. დავწერთ აუცილებლად”– წერს ლიკა პარკაულის ოჯახის წევრი.

სხვა ამბების წაკითხვა