ისეთები ხდება, ვიფიქრე ამაზე აღარც ღირდა ყურადღების შეჩერება, თუმცა პირიქით რომ შევხედოთ სწორედ ესეთი ფაქტები რომ ხდება იმიტომაცაა საქმე ასე კატასტროფულად. 90-იანები ბრუნდებაო და აჰაა… მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ყაჩაღის, კორუფციონერის, პუტჩისტის, საბჭოთა ნომენკლატურის
,,ნაღვაწი” როინა ნაძირალას დანიშვნას ვგულისხმობ.”- წერს გიორგი სავანელი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება მეცნიერთა აკადემიის თავმჯდომარე როინ მეტრეველის არჩევას.
“უფუნქციო, გასაუქმებელი, კრემლისტებისა და საბჭოთა მამონტების ბუნაგად ქცეული ე.წ. მეცნიერებათა აკადემიის მმართველი ვინ იქნება მართლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სარკოფაგისგან ხეირი მანც ვერაფერი იქნება.
აღმაშფოთებელი ისაა, რომ ეს მავნებლები ბიუჯეტის ფულს ხაპავენ და საკმაოდ სოლიდურ თვიურ სარგოს იღებენ.
და კიდევ საზოგადოებრივად რა ,,მესიჯი” უნდა იყოს ამ ნაძირალას აკადემიის თავმჯდომარეობა. ეს ხომ ყველანაირი სამართლიანობის და ღირსების ნიველირებას იწვევს.
სააკაშვილს და მის ხელისუფლებას პასუხი ამაზე უნდა მოეთხოვოს, რაღაც სისულელეებზე, პიჯაკებზე და ბანკეტებზე კი არა, რომ როინები და კრებსით როინები დამსახურებულად და სამართლიანად რომ ეძახა ჩასარეცხები, მართლა რომ არ ჩარეცხა და პასუხი არ აგებინა კანონიერად.
ამის მაგივრად კი შეარჩინა ნაძარცვი და ეს სარეველა ხალხიც გაიტრუნა ცოტა ხნით და უცდიდა თავის დროს… ახლა ამ პრორუსი მმართველობის პირობებში კი ისევ ამოყვინთეს დანმაშავე, ბიუჯეტის ქურდებმა.
ვინმე იტყვის სამაგიეროდ კარგი ისტორიკოსიაო… ჰოდა ბარემ მაგაზე პასუხსაც შეგაგებებთ, ტრაკში გაირჭოს თავისი ნაშრომ-კვლევებიც, ენციკლოპედიებიც და სახელმძღვანელოებიც!
მტრის მხარეს რომ ხარ, კანონიერ ხელისუფლებას მტრობ, ღატაკი ქვეყნის ბიუჯეტს ძარცვავ და გადასახადებს უმალავ, უმაღლესი განათლების სისტემაში ფულის აღების ,,ახალ მწვერვალებს” რომ იპყრობ და ახალგაზრდობას სწავლის ფასს უკარგავ რაღა ფასი აქვს რაიმეს.
ის კიდევ ცალკე მისი მოთითხნილი ისტორია რამდენად ემორჩილება საბჭოთა იდეოლოგიას რა როლი აქვს როინა ავკაცს ისტორიის გაყალბებაში!
ყველა ოდნავ ნორმალურ სახელმწიფოში მასეთები ქონების კონფისკაციის შემდეგ ან ციხეში ისხდებოდნენ, ან სირცხვილით ხალხში თავი არ უნდა გამოეყოფოდეთ იმიტომ, რომ მის გვერით დჯომასაც კი არავინ უნდა კადრულობდეს, აქ კიდევ აწინაურებენ ასეთებს…
ესეც ოლიგარქატის ,,სახე” , ჩვენ ვითმინოთ. თან ძალიან ,,სვეწკად” ეთიკურებმა ხმა არ ამოიღოთ.
ბოლოს კი, გუშინ მძორი როინას ,,აღზევებას” რომ ზეიმობდით და ულოცავდით, აი მართლა მაინტერესებს რა მოლოდინი გაქვთ, რა შედეგს ელით მისგან?! თუ აკადემიკოსობის ყიდვა გამარტივდება და იქნებ ხელი გამოჰკრათ ზოგ-ზოგებმა მაინც?!
83 წლის კაცზე როგორ ამბობო, ნურც უგინოდ გულჩვილები დამამუნათებთ- დამნაშავის დანდობა ასაკის გამო არავითარ ზეჰუმანისტურ მიდგომაშიც კი არ მოიაზრება.”– წერს სავანელი, რომელიც ფართო საზოგადოებამ ინგა გრიგოლიას გადაცემიდან გაიცნო.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს