ბოლო ამბები
15/10/2024

არაფერი გამოგივათ, ირაკლი კობახიძე როგორც ლექტორი, არის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი იმ საგნისა, რასაც ასწავლის – პავლე კახიძე

გაზიარება

უკვე მეორე სემესტრია ირაკლი კობახიძის სტუდენტი ვარ და ძალიან სამწუხაროა და სამწუხაროც რომ არ იყოს, უბრალოდ სასაცილოა ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა! შეიგნეთ, რომ არაფერი გამოგივათ”- წერს სოციალურ ქსელში სტუდენტი პავლე კახიძე, რომელიც ეხმიანება თსუ-ში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლები დაუყარეს და შეურაცხყოფა მიაყენეს:

“ირაკლი კობახიძე როგორც ლექტორი, არის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი იმ საგნისა, რასაც ასწავლის (შესავალი საკონსტიტუციო სამართალში და საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი)

მეტიც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ის საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო და აქტიურად იყო ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებებში,

იგი ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და შესაბამისი პირია ამ საგნის სწავლებისათვის.

რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ჩვენს ლექციებზე ქურდებივით ცდილობენ შემოპარვას, როდესაც შოუს/პროვოკაციის მოწყობას აპირებთ, რამდენიმე ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ ვისთან მიდიხართ პროვოკაციის მოსაწყობად და აგყვებათ თუ არა ეს ხალხი ამ პროვოკაციაზე.

ირაკლის ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ აქ საქმე არა ირაკლი კობახიძეში ან ნებისმერ სხვა ლექტორში, არამედ უკვე ჩვენი, როგორც მისი სტუდენტების დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი”– წერს პავლე კახიძე.

სხვა ამბების წაკითხვა