ბოლო ამბები
10/09/2024

მუქარებით ვერ შემაშინებთ! მთლად რომ ქუჩაში გამიყაროს დანა თქვენმა “შპანამ”, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ – ბექა ყორშია

გაზიარება

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელმაც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს მოტყუებით დაურეკა, სოციალურ ქსელში ეხმიანება ადამიანებს, რომლებიც ამის გამო მას აკრიტიკებენ და როგორც ყორშია ამბობს, ემუქრებიან:

“გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბტნი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო, მაგრამ ცხადია, არავის სასაცილოდ არ ეყო. აქვე დავამატებ, რომ მუქარებით ვერ შემაშინებთ. მთლად რომ ქუჩაში თქვენმა შპანამ დანა გამიყაროს, მსხვერპლის როლს არ მოვირგებ და ამით სიამოვნებას არ მოგანიჭებთ.

იმაზე უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს და ძალიან კარგად ვიცი, რაზეც დგას თქვენი პროპაგანდა. თქვენი შიში მაქვს 0%-ით. ვიმეორებ – 0%-ით მეშინია თქვენი და რამე თუ მოხდა, არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას ვაპირებ:) მართალია, ბევრ რამეში ვუმტყუნე და იმედი გავუცრუე ჩემს მშობლებს, მაგრამ ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია.”- წერს ბექა ყორშია, რომელმაც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს მთავრობის წარმომადგენლის სახელით დაურეკა და სთხოვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიის წევრობა მიანიჭონ.

იხილეთ ვიდეო:

სხვა ამბების წაკითხვა