ბოლო ამბები
14/11/2024

2008 წელს, როდესაც “მამაცი” ჩინოვნიკები საკუთარ ავტომობილებს ასწრებდნენ, როინ მეტრეველი თბილისში დარჩა – სიმონ მასხარაშვილი

გაზიარება

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველზე წერს:

“აკადემიკოსი როინ მეტრეველი არის დიდი ისტორიკოსი და დიდი მამულიშვილი! 2008 წლის აგვისტოში , როდესაც რუსული ჯარები თბილისს უახლოვდებოდნენ და “მამაცი” ჩინოვნიკები საკუთარ ავტომობილებს ასწრებდნენ სომხეთ-აზერბაიჯანისკენ, როინ მეტრეველი თბილისში დარჩა, ტელევიზიით გამოვიდა და ქართველ ერს მოუწოდა მტერთან ბრძოლისკენ!

როინ მეტრეველის ამ გამოსვლას თვეზე მეტ ხანს ატრიალებდნენ მაშინდელი სამთარობო ტელევიზიები!

როინ მეტრეველი პირველი აღუდგა წინ პუტინს, როდესაც მან ცხინვალის რეგიონის ისტორიულად საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა!

ვინც როინ მეტრეველს პროვოკაციებს უწყობს და ებრძვის, ის ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის მგმობელია და მტერია!” – წერს სიმონ მასხარაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა