ბოლო ამბები
16/09/2024

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დილიდან პირად კონტროლზე აიყვანს გურჯაანში მომხდარი სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს

გაზიარება

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დილიდან პირად კონტროლზე აიყვანს გურჯაანში მომხდარი სტიქიის ლიკვიდაციის საქმეს. ამის შესახებ მან ადგილზე ჩასულმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.


შეგახსენებთ, ძლიერმა წვიმამ ქალაქ გურჯაანის ცენტრი დატბორა და გაანადგურა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარე ნავთისხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრალური გზა დატბორა, წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო.

“ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პირადი ვალდებულებაა. ხვალ დილიდან მე პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, დატბორილია ბაზარი, სახლები, ავტომობილები, რომელიც წყალმა წაიღო”– განაცხადა ხაბეიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა