დონალდ ტრამპის დაარსებული სოციალური ქსელი ამუშავდა. ეს გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ 2 წლის წინ, მას შემდეგ მიიღო, რაც ფეისბუქმა და ტვიტერმა მისი ანგარიშე დაბლოკა, რაც შეფასდა როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
პლატფორმის სახელწოდებაა “Truth social”- რაც ქართულად საზოგადოების სიმართლეს ნიშნავს.
საიტის პრინციპი და ვიზუალი ტვიტერს ჰგავს და დამეგობრების ნაცვლად შესაძლებელია ერთმანეთის გამოწერა, ასევე შეტყობინებების გაგზავნა, ფაილების, პოსტების, ვიდეომასალები ან გამოკითხვების გამოქვეყნება.
რესგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე https://truthsocial.com/
შეიყვანეთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც მიიღებთ დადასტურების ბმულს, ამის შემდეგ დაბრუნდით საიტზე და გააგრძელეთ რეგისტრაცია.
ჩვენ უკვე ვართ ამ პლატფორმაზე და შეგიძლიათ გამოგვიწეროთ ამ ბმულზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს