სალომე სამადაშვილი ეხმიანება ნანა კაკაბაძის გამოსვლას 2 მარტს, საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც ის საუბრობდა “ხალხის ძალის” კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე.
“სერიიდან ვინ ვინაა – აგენტების კანონის დიდი დამცველი, ნანა კაკაბაძე 1999 ან 2000 წელს, ვაშინგტონში გავიცანი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით იყო ჩამოსული., მათივე ფულით დაფინანსებული ორგანიზაციის დამფუძნებელი.
არასამთავრობოების ჯგუფი ეცნობოდა ამერიკულ გამოცდილებას. მე სახ დეპის სერთიფიცირებული ქართულის თარჯიმანი ვიყავი და სტუდენტობის პარალელურად ქართულ ჯგუფებთან ვმუშაობდი.. ნანა კაკაბაძე ხალხს როგორც ყოფილი დისიდენტი და უფლებების დამცველი, ისე ეცნობოდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც უფლებადამცველი მეგონა, რუსეთის ინტერესებს და კანონიერ ქურდებს იცავდა, დასავლური გრანტებით.
მართლაც საჭიროებს უკეთეს რეგულირებას დონორების მიერ საკუთარო დაფინანსების სისტემა, თორემ ისე გამოვა, როგორც ლენინი ამბობდა -კაპიტალისტები თავად გადმოგვცემენ მათ ჩამოსახრჩობ თოკსო.”– წერს სალომე სამადაშვილი.