ბოლო ამბები
19/09/2024

სოფო ჭყონია განცხადებას ავრცელებს

გაზიარება

თემურ ჭყონიას ქალიშვილი, “კოკა-კოლა” ბოთლერს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს.

მივიღე ბევრი მუქარა და შეურაცხყოფა პირად, თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე არც მითუმეტეს მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!

დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო.
სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი!

ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება”– წერს სოფო ჭყონია.

სხვა ამბების წაკითხვა