ჩემი მკვლელობა ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასასრულს ნიშნავს ხანდახან ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სამოქალაქო ომის დაწყება უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით შეძლებენ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას“. – ამბობს მიხეილ სააკაშვილი გერმანული გამოცემა “ბილდი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ წლების წინ დაემუქრა მას, რომ ერთი ადგილით დაჰკიდებდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის დავალებებს.
“ივანიშვილს რუსეთთან ჭიპლარი აქვს მიბმული. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა. ამავდროულად, ის და მისი მარიონეტები დასავლეთს ადანაშაულებენ, რომ მე გამომგზავნა მათი ჩამოგდების მიზნით – რაც სრული სისულელეა.
ივანიშვილს არ ახარებს ის დიდი სიმპათია, რომლითაც მე ვსარგებლობ დასავლეთში. ისიც ჩუმად და უხმოდ გადასცემს საქართველოს პუტინს. მაგრამ ჩემს გარშემო არსებულმა ყურადღებამ ჩაშალა ეს გეგმა.
მათ არ სურთ, რომ უკრაინაში დავბრუნდე და დავეხმარო ზელენსკის.
‘BILD” – არის თუ არა დამოკიდებული საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იმაზე, თუ რა მოხდება თქვენთან?
სააკაშვილი: „ევროპული პერსპექტივა არ მოკვდება, მაგრამ ჩემი სიკვდილი ნამდვილად გამოიწვევს დიდ ქაოსს საქართველოში“.
კიევი რომ დავტოვე, 120 კილოS ვიწონიდი. დღეს 65 კილო ვარ. საშინელი ტკივილი მაქვს მთელ სხეულში. სრულიად მიჯაჭვული ვარ და ხშირად ვკარგავ გონებას. ბევრს აინტერესებს ცოცხალი ვარ თუ არა. MRI გამოკვლევების მიხედვით, ჩემი ტვინი დაზიანებულია. ჩემი სიმპტომების უმეტესობა ლითონით მოწამვლის გამოა.”- ამბობს სააკაშვილი.