ხმაური და დაპირისპირება იყო ბორჯომში, სადაც “ლიბერალური აკადემიის” ორგანიზებით გამართული ბანაკის მონაწილეები იმყოფებიან, რა დროსაც ბანაკის შენობასთან პირთა ჯგუფი შეიკრიბა. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, მათ ესროლეს ქვები, შენობას შეასხეს საღებავები.
ვიდეოში ასევე ისმის გინების ხმა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, ბანაკში ჩასვლას აპირებს ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს