შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად შეესაბამება მხოლოდ ჩვენი კლინიკის გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლინიკის გამოტანილი დიაგნოზები ყველა დადასტურებულია და ამ მკურნალობის შედეგია ის, რომ პაციენტი უკეთესად გრძნობს თავს, უფრო გააქტიურებულია, უფრო აქტიურად მოძრაობს და მისი განწყობას გაუმჯობესებულია”– განაცხადა “ვივამედი”-ს კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, რაც ეხება კვებას, ეს კვლავ პრობლემად რჩება.
“სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა, გაუმჯობესებული მაინც არის. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენ რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როდესაც მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ საკითხში”– განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
გიული ალასანიას თქმით, კი ის ვერ ხედავს საგრძნობ გაუმჯობესებას, რადგან გუშინ კვლავ ჰქონდა სიცხე, წნევა და საკვების მიღებაზე კვლავ პრობლემა აქვს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

