ჟურნალისტი ზვიად ავალიანი ეხმიანება 17 ივნისს განვითარებულ მოვლენებს: ინციდენტსა და ფიზიკურ დაპირისპირებას თსუ-ში და ბორჯომში.
“ლიბერალურ ბაბლში ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეთ – ან პოლიტიკური პროტესტის დროს გამოხატული აგრესია გეპატიება, ან არ მოსულა და არ გეპატიება.
ეგრე არ გამოვა, რომ თუ თქვენ მოგეჩვენებათ რომ ვიღაცა „ევროპას გართმევთ“ თქვენთვის პროტესტის ყველა ფორმა დასაშვები იყოს და თუ თქვენი ანტიეროვნული და ანტირელიგიური დემაგოგიის მიმართ დაუგროვდება ვინმეს პროტესტი, ის უმკაცრესად დაისაჯოს.
მოკლედ, კარგად დაფიქრდით ხოლმე სანამ ვინმეს „მიუვარდებით“, მოღალატედ გამოაცხადებთ ან მითუმეტეს ვინმეს ქვას, კვერცხს და მოლოტოვის კოქტეილს ესვრით.
და კიდევ უფრო კარგად დაფიქრდით, სანამ იტყვით, რომ პოლიტიკური პროტესტის დროს აგრესია ევროპაშიც „მოსულა“, სასწრაფოდ ყველანი უნდა გაათავისუფლონ და ა.შ., იმიტომ რომ ბუნების კანონი ასეთია – როგორც შენ ექცევი სხვებს, ადრე თუ გვიან ზუსტად ისე მოგეცევიან შენ სხვები.
ამ ეტაპზე სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა მადლობა არ არის საჭირო.
P.S.- ეკა კვესიტაძეს უთქვამს, იმედის და პოსტივის ჟურნალისტებს გამარჯობა არ უთხრათო. მეტიც გვეკუთვნის „კოაბიტაციისთვის“ და იმისთვის, რომ ამათ დღემდე ჟურნალისტები ჰქვიათ”- წერს ზვიად ავალიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს