ბოლო ამბები
აპრილი 16, 2024

გიორგი სავანელი ვატო შაქარიშვილს იწვევს

ივნ18,2023
გაზიარება

“გუშინწინანდელ, „რატო ვატო“-ს რაღაც ახალი მოძრაობის რუსთველ-თეატრულ პრეზენტაციას მოგვიანებით გადავხედე.

ვინ იყვნენ, რას ლაპარაკობდნენ, რას ქოცობდნენ, რას ითხოვდნენ… უკომენტაროდ. პოსტ-სტალინური პერიოდის კომ-პარტიის რაიონული განყოფილების იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ ყრილობას მოგვაგინებდა – ეგ იყო და „მისი ჯანი“.’- ასე ეხმიანება რეჟისორი გიორგი სავანელი კონსერვატიული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ერთ-ერთ დამფუძნებელ ვატო შაქარიშვილს და ღონისძიებაზე გაჟღერებულ პოსტულატებს.

“ოლიგარქის „თამაშის“ გაგრძელებად მორიგი ფიგურანტები გამოლალეს – მეთოდი ნაცნობია, გაცვეთილი, ჩაფლავებისთვის განწირული. ჯერ იყო და ინაშვილების პარტია, მერე „მარში“, მერე ვინმე ახალგაზრდა ნაციონალისტები ,,სვასტკათი” ქუდსა და მკლავზე რომ გამომზეურდნენ, მერე ვასაძის კომბლიანები, „ალტინფოები“… ამ ყველამ ააქოთა სიტუაცია, მაგრამ რეალურ გავლენებს ვერ მიაღწიეს. ახლა უცნობ-ვატოიანები ხელმწორედ გამოდგეს არენაზე. იქადაგეს „ქოცური“ კონსერვატიზმი, „დედა რომ დედაა და მამა რომ მამა“ და სხვა – პირდაპირ ორი ირაყლის ციტატებით ბოლი დააყენეს, განავრცეს ეს რიტორიკა და დაიშალდნენ. ოკ, ამაზეც იმუნიტეტი გვაქვს უკვე.

მაგრამ ერთი ფრაზა იყო, რომელიც ბ-ნმა „რატო ვატო“-მ სთქვ და უბრალოდ არ ჩავთვალე საჭიროდ უკომენტაროდ დამეტოვებინა. „მამული, ენა, სარწმუნოება“ ეს კონსერვატიული ღირებულებებიაო ( და მერე კიდევ მოაყოლა ყავლგასული სადრეგრძელოსებური „რეჩი“).

ისედაც დაბნეულობაში მყოფ ხალხის ნაწილს უარესად ურევს გონებას ასეთი ბოდვები, ღირებულებრივი სისტემის გაუკუღმართებული ინტერპრეტაციები და ცნებებისათვის შინაარსის შეცვლის მცდელობები.

აქ ამის ახსნას არ დავიწყებ, მაგრამ გნიშნავთ ბატონო „რატო ვატო“  მიიღეთ გამოწვევად – სადაც გინდათ, რომელ პლატფორმაზეც გინდათ, საჯაროდ მზად ვარ დაგიჯდეთ დებატებში, ან რა ფორმატშიც გნებავთ, თავად შეარჩიეთ, თუ გინდათ თქვენი მოძრაობის, უფრო უძრაობის, კიდევ რამდენიმე „თვალსაჩინო“

წარმომადგენელიც მოისვით გვერდში ამ საკითხზე სადებატოდ და დაგიმტკიცებთ რომ უვიცი, მატყუარა და ეროვნულ-სახელწმიფობრივი ღირებულებების შემბილწავი ხართ! დაგიმტკიცებთ და საჯაროდ გაგეცემათ პასუხი რა ყრია თქვენეულ ე.წ. „კონსერვატიზმში“ და „მამული, ენა, სარწმუნეობა“ კონსერვატიულია თუ რა არის!

ილია, თქვენნაირებს რას უწოდებდა და როგორ ებრძოდა იმასაც მოვაყოლებ, რომ მეორედ ილიას საჯაროდ ხსენება იქნებ ვეღარ გაბედოთ თქვენი ბინძური პირებით, კაცმა რომელიც იმის გარდა რომ ოლიგარქის კლაკიორი იყავით, გვერდში სახელწმიფო გადატრიალების მონაწილეები გიდგათ და ვითომ ახალი მოძრაობის, უფრო უძრაობის, წარდგენაზე სეფე-სიტყვით გამოგყავთ!

სხვა თუ არაფერი, ილიას და მისი მსოფლაღქმის თემაზე ნამდვილად შემიძლია თქვენ კი არა, ბარე ათ თქვენნაირს და თქვენზე უფრო მზაკვარ და განსწავლულ მავნებელსაც ვედებატო!

თქვენს დამქაშებს დაკავშირება არ გაუჭირდებათ დებატების ფორმატზე რომ შევთანხმდეთ, სუს-ი პირად ნომერსაც მოგაწვდით თუ დაგჭირდათ, რა პრობლემაა თქვენ უარს არ გეტყვიან ამ „დახმარებაზე”. მხოლოდ ორი დღით ადრე მაინც გამაფრთხილეთ, რომ რამე გავითვალისწინო”– წერს გიორგი სავანელი.

სხვა ამბების წაკითხვა