ბოლო ამბები
მაისი 30, 2024

ღვიძლის გადანერგვის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

ივნ19,2023
გაზიარება

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის
ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და
სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება.

„ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000
ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის
წევრებისთვის, რთული იყო დარჩენილი თანხის, 50 000 ლარის მობილიზება. სწორედ
ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად
დავაფინანსოთ, ეს მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე ოპერაციის ხარჯების
ანაზღაურებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის
უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები, მიმდინარე წლის

იანვარში განხორციელდა და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა,
მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის
საფუძველს წარმოადგენს.

სხვა ამბების წაკითხვა