ბოლო ამბები
12/10/2024

ახლა უკვე მეცინება, მაგრამ წლების წინ, როდესაც “იმედის დილის” წამყვანი ვიყავი, ელტონ ჯონის ოჯახში მატება უნდა მეხარებინა მაყურებლისთვის? ამაზე აღშფოთება რომ გამოვთქვი სამსახური დამატოვებინეს

გაზიარება

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი 2013 წელს, ტელეკომპანია “იმედი”-დან გაათავისუფლეს და ჰომოფობიაში დასდეს ბრალი, რადგან ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის სუროგაციის გზით გაჩენილ შვილებზე კრიტიკული შეფასება გააკეთა.

გოგიაშვილი ამ ფაქტს იხსენებს სოციალურ ქსელში იხსენებს და ეხმიანება დღეს ატეხილ აჟიოტაჟს:

“ახლა უკვე მეცინება, მაგრამ წლების წინ, როდესაც “იმედის დილის” წამყვანი ვიყავი, ელტონ ჯონის ოჯახში მატება უნდა მეხარებინა მაყურებლისთვის? ამაზე აღშფოთება რომ გამოვთქვი სამსახური დამატოვებინეს.

იმდროინდელმა დირექტორმა იცით რა მითხრა?! შენ ტელევიზია საფრთხეში ჩააგდეო… ახლა რომ ეყურებინა ელტონს და ეჩივლა შენ გადაიხდიდი მერე დაკისრებულ ჯარიმასო?  რაზეც გინდა უზრდელი მეძახეთ, მაგრამ ის ვუპასუხე, რაც ახლა თქვენც გაიფიქრეთ!

მაშინ საპატრიარქოსაც მივმართეთ, პრეს-კონფერენციებიც გავმართეთ, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა, სასამართლომაც კი… არავინ არ დაგვიდგა გვერდში.! რამაც სამწუხაროდ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს უკვე ბავშვებს ასწავლიან როგორი კარგია როცა ორწვერებიან კაცს ჰყავს შვილი!

მე არავის პირადში არ ვერევი და ვთვლი ყველას თავისი ხედვა აქვს სიყვარულზე! გაგიმარჯოთ ყველას, მაგრამ ბავშვებს და მათ ვისაც არ გვინდა თქვენი ოჯახური ამბების ყურება ძალით ნუ გვტენით, იმიტომაც იწვევთ აგრესიას, თორემ საძინებელში ვინ რას იზამს, არავის საქმე არაა!

მოკლედ, რისი თქმა მინდა, მადლობა, რომ ახლა ხალხი უფრო აქტიურია და მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც თავისი შვილების ინტერესები დაიცვეს. იგივე მინდოდა მე მაშინ, მაგრამ იმ დროს ჩვენ ცოტანი ავღმოვჩნდით.. მიხარია, რომ წლების წინ ჩვენმა გამოთქმულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.”- წერს სალომე გოგიაშვილი.

იხილეთ ვიდეო, რის გამოც 2013 წელს, სალომე გოგიაშვილი გაათავისუფლეს “იმედიდან”.

 

სხვა ამბების წაკითხვა