ვაკეში, ილიას უნივერსიტეტის მიმდებარედ ლევან ბერძენიშვილს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.
როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, კვერცხი არ მოხვდა. მისი ინფორმაციით, უცნობი პირი მას ერეკლე მეფის გამო აყენებდა შეურაცხყოფას, იგინებოდა და წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში არიან ხელისუფლების დავალების შემსრულებლები.
მისივე თქმით, არ აპირებს პოლიციისთვის მიმართვას, რადგან არ ენდობა სამართალდამცველებს და არ აქვს მოლოდინი, რომ მას დაიცავენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს