22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გამოიყენეს ახალგაზრდები და მერე დაშალეს – ბექა გრიგორიადისი ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და ტელევიზიების წინააღმდეგ (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ბექა გრიგორიადისი ოპოზიციას უპირისპირდება და ამბობს, რომ მისი შვილის დასაცავად გვერდში არ უდგანან. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დღეს მას მოლოდინი ჰქონდა, რომ დაანონსებულ აქციაზე ბევრი მხარდამჭერი მივიდოდა, თუმცა ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანია.

ბექა გრიგორიადისი ამბობს, რომ აქციის მთავარი ლოზუნგი არა მისი შვილი, არამედ საქართველოს ევროპული კურსია.

ის ასევე ოპოზიციურ ტელევიზიებს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რამდენიმე დღეა აანონსებს აქციას, თუმცა არ აშუქებენ და მხოლოდ პარტიების დღის წესრიგით მოქმედებენ.