22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კელი დეგნანის თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ნიკა გვარამია არ გათავისუფლდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

კელი დეგნანის თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ნიკა გვარამია არ გათავისუფლდა. ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. აშშ თავიდანვე გამოხატავდა შფოთვას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით.

როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და ნიკა გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,” – განაცხადა დეგნანმა.