ამერიკის სანაპირო დაცვის ცნობით, “ტიტანის” წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი დაიღუპა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შეგახსენებთ, ეს არის წყალქვეშა ნავი, რომელიც ტიტანიკის ჩაძირული ფრაგმენტების ექსკურსიას ახორციელებდა. ეს იყო 5 ადამიანის ტევადობის დახურული ნავი, რომელიც ექსპედიციაში პარასკევს წავიდა და დაახლოებით საათნახევარში დაიკარგა კავშირი სამართავ ცენტრთან.
ბორტზე იმყოფებოდა 5 ადამიანი:
- ჰამიშ ჰარდინგი, 58 წლის, რომელიც ადრე იყო კოსმოსში და რამდენიმეჯერ გაემგზავრა სამხრეთ პოლუსში.
- ბრიტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დაუუდი, 48 წლის, პაკისტანის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წევრი და მეფე ჩარლზის მიერ დაარსებული ორი საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდამჭერი.
- მისი ვაჟი სულემან დავუდი, 19 წლის სტუდენტი
- პოლ-ჰენრი ნარგეოლე, 77 წლის, საფრანგეთის ყოფილი საზღვაო მყვინთავი
- სტოკტონ რაში, 61 წლის, OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფირმა, რომელიც მართავს ტიტანიკის მოგზაურობებს დაკარგული წყალქვეშა ნავით.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაკარგულთა ცხედრებს შესაძლოა ვერ მიაგნონ.
რაც ეხება კატასტროფის სავარაუდო მიზეზებს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა არის ვერსია, რომ წყალქვეშა ნავი დაიშალა, აფეთქების ვერსიებს ნაკლებად ვარაუდობენ.
ნაპოვნია ნავის ფრაგმენტები.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს