22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი, ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით – ვიოლა ფონ კრამონი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „მთავარ არხთან”

„პირველ რიგში გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.

ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – თქვა კრამონმა.