თურქეთის პოლიციამ, სტამბულში, ლგბტ თემის 50-მდე წარმომადგენელი დააკავა, რომლებიც ქუჩაში “სიამაყის თვიურის” ფარგლებში ღონისძიებას მართავდნენ.
“როიტერსი”-ს ცნობით, მათ თან ჰქონდათ ცისარტყელის დროშები.
ისინი იშთაქლამის გამზირსა და ტაქსიმის მოედანზე გამოვიდნენ, რის გამოც გადაიკეტა მოძრაობა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
თურქეთის ხელისუფლებას სპეცრაზმის გამოყენება მოუწია, რა დროსაც 50-მდე მონაწილე დააკავეს.
გასულ თვეში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა ლგბტ პროპაგანდაში.
სტამბულის გუბერნატორმა დავუთ გულმა ამ თვეში Twitter-ზე დაწერა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურას, დაუშვებელია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს