ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი შაშკინი, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სადიზმში სდებს ბრალს.
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “360 გრადუსში” ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს არ უტარდება მკურნალობა და მისი მდგომარეობა არის ძალიან ცუდი.
“რატი ბრეგაძე მისი სადიზმის გამო ქართველი ხალხის წინაშე აგებს პასუხს აგებს, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”- განაცხადა შაშკინმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს