სამოქალაქო აქტივისტი ხატია ჯანაშია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში იმყოფებოდა, სადაც გამოიცა საბავშვო წიგნი, ერთ-ერთ ზღაპარში კი ვკითხულობთ, რომ მეფეს, რომელიც ჭკუიდან შეიშალა, მისივე ქალიშვილის ცოლად მოყვანა სურდა.
სწორედ ამ ზღაპრის გასაპროტესტებლად იმყოფებოდა ხატია ჯანაშია გამომცემლობაში, რომლის წარმომადგენლებიც ინცესტის პროპაგანდაში დაადანაშაულა.
გამომცემლობის წარმომადგენლებმა ხატია ჯანაშიას ოფისის დატოვებისკენ მოუწოდეს, მათ სხვა დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ და თქვეს, რომ ეს არის ცრუ ბრალდება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს